ქართული English

ქალთა ორგანიზაცია

 

12286003_926916997358054_922478717_n

საქართველოს კონსერვატიული პარტიის ქალთა ორგანიზაცია დაფუძნდა 2013  წლის 7 მაისს. ორგანიზაციის პირველმა ყრილობამ, რომელიც 2015 წლის 28 მაისს გაიმართა, თავმჯდომარედ  ქეთევან ჯოხაძე აირჩია.

ორგანიზაციის მმართველი ორგანოა –  გამგეობა, რომელიც ცენტრალური და რეგიონალური ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან შედგება. ამჟამად გამგეობის შემადგენლობაში შედიან:  კახეთი თამარ ურდულაშვილი, შიდა ქართლი ირმა ჩიტუაშვილი, ქვემო ქართლი ნინო მიქაძე , იმერეთი თეა ერგემლიძე, სამეგრელო ზემო -სვანეთი ია გელოვანი, რაჭა ლეჩხუმი ლანა საღინაძე, მცხეთა მთიანეთი ციცინო გაბიდაური, სამცხე ჯავახეთი ქეთევან ობოლაშვილი, თბილისი- ქეთევან ჯოხაძე, ნინო გოგუაძე, მარინა ძიძიგური, ია ბუკია, ნინო ბზიავა, ირმა ცხონდია, თიკა კალმახელიძე ,ეკა მამულაშვილი, მაგდანა მუშკუდიანი, თეონა ჯანხუტაშვილი, ლელა მიქავა , თათია ცანავა.

ქალთა რაიონული ორგანიზაციები დაფუძნებულია საქართველოს 73 რაიონში. ქალთა რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ქალები, იმავდროულად, არიან პარტიის ადგილობრივი რაიონული ორგანიზაციის თანათავმჯდომარეები. ორგანიზაციაში გაწევრიანებულია 1000-ამდე ქალი.

ქალთა ორგანიზაციას ეროვნულ კომიტეტში წარმოადგენს ორგანიზაციის თავმჯდომარე – ქეთევან ჯოხაძე.

ქალთა ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს ქალთა ჩართულობას და გაძლიერებას პარტიულ საქმიანობაში, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ აქტივობებში. ადგილობრივ და საერთაშორისო პარტიონებთან ერთად  შეიმუშაოს და განახორციელოს ქალთა პოლიტიკური საქმიანობის მხარდამჭერი პროექტები და ღონისძიებები.

ორგანიზაცია  აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან  IRI, NDI, NIMD და მონაწილეობას იღებს მათ მიერ მოწყობილ სემინარებსა და კონფერენციებში.