ქართული English
ახალი ქართული კონსერვატიზმი

ახალი ქართული კონსერვატიზმი

ახალი ქართული კონსერვატიზმი არის საერთო ნიადაგის მოსინჯვის გზა თანამედროვე ქართული ცნობიერების სივრცეში.
ახალი ქართული კონსერვატიზმი ეფუძნება ევროპულ კლასიკურ ტრადიციას-კლასიკური განათლებასა და ქრისტიანულ ღირებულებებს.

ამავე დროს, ახალი ქართული კონსერვატიზმი გულისხმობს ქვეყნის მოდერნიზაციის პროცესს, ოღონდ კლასიკური ევროპული ტრადიციის შენარჩუნებით, მისი შემოქმედებითი გაგრძელებითა და გადცემით. ამ თვალსაზრისით, ახალ ქართულ კონსერვატიზმს შეიძლება შემოქმედებითი კონსერვატიზმი ვუწოდოთ.

ქართული კულტურა ევროპული კულტურის ნაწილია, ხოლო ევროპული კულტურა-ესაა ბერძნულ-რომაული კულტურისა და ქრისტიანულ ღირებულებათა სინთეზია. ახალი კონსერვატიზმი გულისხმობს სწორედ ამ სინთეზს ქართული კულტურის კონტექსტში.
მაშასადამე, ახალი (სხვაგვარად, ადეკვატური, შემოქმედებით, გინდაც -პრაგმატული) ქართული კონსერვატიზმი -ესაა ქვეყნის მოდერნიზაციის სინთეზური გზა- კონსერვატიული მოდერნიზაციაა; ერთის მხრივ, ჩვენ ვითვისებთ მოწინავე ტექნოლოგიებს, გახსნილები ვართ ყველა სამეცნიერო თუ ტექნიკური სიახლისადმი, მაგრამ. ამავე დროს, არ ვივიწყებთ იმას, რამაც შექმნა ევროპა და რის გარეშეც ყველანაირ ტექნოლოგიურ სიახლეს აზრი ეკარგება – არ ვივიწყებთ ევროპული კულტურის ანტიკურსა და ქრისტიანულ ფესვებს. არ ვივიწყებთ იმას, რომ ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, საზრისზე ორიენტირებული არსებაა, რომ ადამინს არშეუძლია საზრისის გარეშე! ხოლო ევროპული ადმინის საზრისისეული ჰორიზონტი სწორედ მარად ცოცხალი კლასიკური ტრადიციაა, რომელიც ანტიკურობასა და ქრისტიანობას ეფუძნება.

კლასიკური ტრადიციის კლასიკური მაგალითები ჩვენ კულტურაში ვეფხისტყაოსანი და იაოანე პეტრიწია -იოანე პეტრიწი, როგორც ქრისტიანი პლატონიკოსი ფილოსოფოსი და შოთა რუსთაველი, როგორც ქრისტიანული პალტონიზმისა და აღმოსავლური კულტურის (ფირდოუსი, ნიზამი) სინთეზი.

ანტიკური სიბრძნე და ქრისტიანული ზნეობა

როცა ვამბობთ, კლასიკური ევროპული ტრადიცია, ვგულისმობთანტიკური სიბრძნისა და ქრისტიანული ზნეობის ერთიანობას.
რას ნიშნავს ანტიკური სიბრძნე? – პლატონსა და არისტოტელეს, კლასიკურ ფილოსოფიას, აზროვნების იმ მარადიულ ყალიბს, რომელმაც მოგვცა ლოგოსის -სიტყვის კონცეპტი. იოანეს სახარება ასე იწყება : ,,დასაწყისში იყო სიტყვა“ (იოანე 1,1) – ლოგოსი -რომელიც ანტიკური ფილოსოფიის ცნებიდან ქრისტიანული დოქტრინის უმთავრეს ელემენტად -საწყისად-იქცა.
ანტიკური სივრცე, …. რომელმაც მისცა სათავე მსჯელობის კულტურის ახალ საფეხურს,პოლიტიკურ კულტურას, დემოკრატიას…
ქრისტიანული ზნეობა ესაა ძველი აღთქმის 10 მცნება, რომელსაც ერთვის სიყვარული ახალი აღთქმისეული იმპერატივი: ,,გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც თავი შენი“ ,,გიყვარდეს მტერი შენი“…

ანტიკურობა და ქრისტიანობა ჩვენთვის წარსული არაა -ესაა ცოცხალი და მარად განახლებადი ტრადიციაა -ესაა საზრისის ის ჰორიზონტი, რომელიც აწმყოს თავის ნამდვილ ღირებულებას ანიჭებს, ხოლო ჩვენ არ გვაძლევს საშუალებას, ჩავიკეტოთ იმაში რასაც XX საუკუნის შესანიშნავი ინგლისელი მწერალი და ქრისტიანი აპოლოგეტი (სახელი ვერ ამოვიკითხე დოკუმენტი ამ ადგილსში მოჭრილია) ,,ქრონოლოგიურ პროვინციალიზმს’“ უწოდებდა -როცა ადამიანი მხოლოდ თავის საკუთარ მცირე დროში ცხოვრობს და მხოლოდ, ვიწრო გაგებით, თანამედროვე კონიუნქტურას უწევს ანგარიშს. ახალი კონსერვატიზმი -ესაა ,,დიდი დრო“ ,,დაუსრულებელი დიალოგი დიდ დროში, როცა არც ერთი საზრისი არ კვდება“, სადაც პლატონი, არისტოტელე, ავგუსტინე, რუსთაველი, თომა აკვინელი, დანტე, გოეთე, ვაჟა-ფშაველა“, გალაკტიონი, ჩესტერტონი, პოლ კლოდელი, თომას ელიოტი მუდამ ჩვენი თანამედროვენი არიან. უფრო ზუსტად, ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ გავხდეთ მათი თანამედროვენი, რადგანაც არაფერია პლატონსა და არისტოტელეზე უფრო თანამედროვე და ღრმა, არაფერია ახალ აღთქმაზე უახლესი!

ათენი, იერუსალიმი, რომი

კლასიკური ევროპული ტრადიცია სამ სიმბოლურ ქალაქზე დგას. ესენია- 1. ათენი, როგორც ცოდნის კლასიკური გამოხატულება; 2. იერუსალიმი, როგორც რწმენა და 3. რომი, როგორც რწმენისა და ცოდნის უნივერსალური სინთეზი და, ამავე დროს, როგორც კლასიკური სამართლის სივრცე.
ახალი ქართული კონსერვატიზმი ათენის, იერუსალიმის და რომის მარადიულ სიმფონიას ეფუძნება.
ანტიკურობისა ქრისტიანობის სინთეზი ერთხელ უკვე შესანიშნავი ფორმულით გამოიხატა ქართულ კულტურაში -როგორც ყველას კარგად გვახსოვს, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი გელათის დაფუძნების შესახებ შენიშნავს, რომ ის იყო ჩაფიქრებული ,,სხვად ათინად და მეორე იერუსალიმად“. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ანთენი და იერუსალიმი ესაა-ანტიკური კულტურისა და ქრიატიანული სულიერების ჰარმონია და სინთეზი. ასე რომ, ახალი ქართული კონსერვატიზმის დევიზი შეიძლება ასეც გამოიხატოს: წინ ათენისა და იერუსალიმისაკენ! წინ გელათისაკენ!“

იოანე შავთელი თავის პოემაში ,,აბდულმესიანი“ გელათს ,,ახალ რომსა“ და ,,ელლადას“ უწოდებს
ახალო რომო,შენთვის თქვეს რომო
უფროს იქმნესო მყორთა ყოველთა.
ვნატრი ელადსა,თვით მათ გელათსა,
სად რომ დაკრძალვენ წმიდათ სხეულთა.

როგორც ვხედავთ, დავით აღმაშენებლისა ისტორიკოსისა და იოანე შავთელის მიერ ქართულ კულტურულ სივრცეში გამოთქმულია სცორედ ამ სამი სიმბოლური ქალაქის -ატენის, იერუსალიმისა და რომის -სიმფონია-ჰარმონიზაცია, ამ ჰარმონიის გამოხატულებას მათთვის გელათი წარმოადგენს. კლასიკური ტრადიციის კლასიკური მაგალითები ჩვენ კულტურაში ვეფხისტყაოსანი იოანე პეტრიწია -იოანე პეტრიწი, როგორც ქრისტიანი პლატონიკოსი ფილოსოფოსი და შოთა რუსთაველი, როგორც ქრისტიანული პალტონიზმისა და აღმოსავლური კულტურის (ფირდოუსი, ნიზამი) სინთეზი.

ქართული ენა და კლასიკური გიმნაზია

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ქართულ ენას როგორც სახელმწიფოებრიობის, საერთო-ეროვნული თვითშეგნებისა და თვითშემეცნების, ეროვნული თვითარსებობისა და თვითმყოფადობის, პიროვნული იდენტობის უმთავრეს (არსებითად განმსაზღვრელ) საფუძველს (,,ენა ერის სულისა“) -ვ. ჰუმბოლდტი; ,,არსებითი ნიშანი ერთობისა, მისი გული და სული ენაა… ერთობა ენისა მოასწავებს ერთობას კულტურისას ‘’-ი.ჭავჭავაძე)

სახელმწიფოს გამახვილებული ზრუნვის საგანი უნდა იყოს ქართული ენის (ქართველი ერის მშობლიური და, იმავდროულად, საქართველოს სახელმწიფო ენის) სრულფასოვანი არსებობის, ფუნქციობისა და განვითარებისათვის აუცილებელი სამართლებრივი, მორალური და კულტურული სივრცის შექმნა.

კლასიკური ევროპული ტრადიცია კლასიკურ ევროპულ განათლებას გულისხმობს- სხვაგვარად რომ ვთქვათ, თანამედროვე ტექნოლოგიებისა თუ სხვა სიახლეების თვისების კვალდაკვალ, საერთაშორისო უცხოენებთან ერთად, სასურველი, პრეცენდენტის სახით რამოდენიმე საგანმანათლებლო კერაში ავაღორძინოთ ძველი ბერძნულისა და ლათინური ენების სწავლება -იმ ენებისა, რომელზეც შეიქმნა ,,ილიადა“, ,,ოდისეა“, ,,ფედონი“ , ,,ენეიდა“, გავრცელდა ახალი აღთქმა…

ცხადია, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქართულ ენას არა მხოლოდ როგორც სახელმწიფო ენას, არამედ როგორც იმ ენას, რომელიც მემკვიდრეა სწორედ ელინურ-მედიტერანული კულტურისა. ესაა ენა, რომელზეც არსებობს უმდიდრესი პლატონურ-არისტოტელური ტერმინოლოგია იოანე პეტრიწისა და სხვათა მეოხებით. ამავე დროს, არც ის უნად დავივიწყოთ, რომ ქართული ენა ერთ-ერთია იმ 9 ენათა შორის, რომელზეც არსებობს ბიბლიის სრული თარგმანი ადრეული საშუალო საუკუნეებიდანვე. ამიტომაც, ქართული ენის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საჭიროა, რომ ის დაუბრუნდეს კლასიკური განათლების კონტექსტს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი უნდა ავაღორძინოთ კლასიკური გიმნაზიის ის ტიპი, რომელმაც ჩამოაყალიბა და შექმნა ახალ ქართველ ინტელექტუალთა არაერთი თაობა-ნიკოლოზ ბარათაშვილთა და სოლომონ დოდაშვილით დაწყებული და ექვთიმე თაყაისვილითა თუ გრიგოლ ფილიმონის ძე წერეთლით გაგრძელებული.
რადგანაც ევროპულ კლასიკურ ტრადიციის სათავე ანტიკური კულტურაა, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კალსიკური საგიმნაზიო ტრადიციის აღდგენას-სკოლი ასაკიდან ძველი ბერძნულისა და ლათინური ენების შესწავლას, ძველი ბერძენი და ლათინი ავტორების ღრმა ცოდნას. მაგრამ კლასიკური ტრადიცია და კულტურა სულისა და სხეულის წვრთნას გულისხმობს. ამიტომაც, შეუძლებელია არ გავიხსენოთ ბრწყინვალე მეცნიერი გიორგი ნიკოლაძე და მის მიერ დამოუკიდებლობის პერიოდში დაფუძნებული ახალგაზრდული ორგანიზაცია ,,შევარდენი“-სულისა და სხეული წვრთნის შესანიშნავი სკოლა! აი, კლასიკური ანტიკური იდეალის ჭეშმარიტად თანამედროვე აღოძინება, სადაც თანამედროვე სხეულში მარადიული ანტიკური სულისკვეთება გამოსჭვივის!ახალი

ქართული კონსერვატიზმი
(დამატებები)
სამი ქალაქი -ათენი,იერუსალიმი,რომი

კლასიკური ევროპული ტრადიცია სამ სიმბოლურ ქალაქზე დგას. ესენია- 1. ათენი, როგორც ცოდნის კლასიკური გამოხატულება; 2. იერუსალიმი, როგორც რწმენა და 3. რომი, როგორც რწმენისა და ცოდნის უნივერსალური სინთეზი და, ამავე დროს, როგორც კლასიკური სამართლის სივრცე.
ახალი ქართული კონსერვატიზმი ათენის, იერუსალიმის და რომის მარადიულ სიმფონიას ეფუძნება.

გელათი, როგორც სამი ქალაქის ,,სიმფონია“

იოანე შავთელი თავის პოემაში ,,აბდულმესიანი“ გელათს ,,ახალ რომსა“ და ,,ელლადას“ უწოდებს
ახალო რომო,შენთვის თქვეს რომო
უფროს იქმნესო მყორთა ყოველთა.
ვნატრი ელადსა,თვით მათ გელათსა,
სად რომ დაკრძალვენ წმიდათ სხეულთა.

როგორც ვხედავთ, დავით აღმაშენებლისა ისტორიკოსისა და იოანე შავთელის მიერ ქართულ კულტურულ სივრცეში გამოთქმულია სცორედ ამ სამი სიმბოლური ქალაქის -ატენის, იერუსალიმისა და რომის -სიმფონია-ჰარმონიზაცია, ამ ჰარმონიის გამოხატულებას მათთვის გელათი წარმოადგენს.

ანტიკური სიბრძნე და ქრისტიანული ზნეობა

როცა ვამბობთ, კლასიკური ევროპული ტრადიცია, ვგულისხმობთ ანტიკური სბრძნისა და ქრისტიანული ზნეობის ერთიანობას.
რას ნიშნავს ანტიკური სიბრძნე? – პლატონსა და არისტოტელეს, კლასიკურ ფილოსოფიას, აზროვნების იმ მარადიულ ყალიბს, რომელმაც მოგვცა ლოგოსის – სიტყვის კონცეპტი. იოანეს სახარება ასე იწყება: ‘’ დასაწყისში იყო სიტყვა“- ლოგოსი- რომელიც ანტიკური ფილოსოფიის ცნებიდან ქრისტიანული დოქტრინის უმთავრეს ელემენტად -საწყისად-იქცა.
ქრისტიანული ზნეობა ესაა ძველი აღთქმის 10 მცნება, რომელსაც ერთვის სიყვარულის ახალი აღთქმისეული იმპერატივი: ‘’გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც თავი შენი“ და ,,გიყვარდეს მტერი შენი“ …

ინტერკულტურული დიალოგი

ახალი ქართული კონსერვატიზმი ნიშნავს მუდმივ დიალოგს სხვა აბრაამისტული და არააბრამისტულ რელიგიებთან, თანამედროვე აგნოსტიკურ თუ პოსტმოდერნისტულ კულტურებთან, მაგრამ დიალოგი შეუძლებელია, თუ შენ თვითონ, რომელიც ამ დიალოგში შედიხარ, სახე არა გაქვს; თუ შენ თავად არა გაქვს ჩამოყალიბებული ღირებულებები, როგორ შეიძლება პატივი სცე სხვას და დაინახო სხვა კულტურის უნიკალურობა?
აქედან გამომდინარე, ახალი ქართული კონსერვატიზმი აუცილებლობით გულისხმობს აღმოსავლეთის კულტურებთან და თანამედროვე პოსტმოდერნისტულ კულტურასთან სიღრმისეულ დიალოგს სწორედ ანტიკურ-იუდაურ-ქრისტიანული პოზიციიდან.

ქართული ენა და კლასიკური გიმნაზია

კლასიკური ევროპული ტრადიცია კალსიკურ ევროპულ განათლებას გულისხმობს – სხვაგვარად რომ ვთქვათ, თანამედროვე ტექნოლოგიებისა თუ სხვა სიახლეების ათვისების კვალდაკვალ, ჩვენ უნდა ავაღორძინოთ ჩვენს სკოლებში ძველი ბერძნულისა და ლათინური ენების სწავლება -ამ ენებისა, რომელზეც შეიქმნა ,,ილიადა“, ,,ოდისეა“, ,,ფედონი“ , ,,ენეიდა“, ახალი აღთქმა…
ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქართულ ენას არა მხოლოდ როგორც სახელმწიფო ენას, არამედ როგორც იმ ენას, რომელიც მემკვიდრეა სწორედ ელინურ-მედიტერანული კულტურისა. ესაა ენა, რომელზეც არსებობს უმდიდრესი პლატონურ-არისტოტელური ტერმინოლოგია იოანე პეტრიწისა და სხვათა მეოხებით. ამავე დროს, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ქარტული ენა ერთერთია იმ 9 ენატა სორის, რომელზეც არსებობს ბიბლიის სრული თარგმანი ადრეული საშუალო საუკუნეებიდანვე. ამიტომაც, ქართული ენის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საჭიროა, რომ ის დაუბრუნდეს კლასიკური განათლების კონტექსტს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა ავაღორძინოთ კლასიკური გიმნაზიის ის ტიპი, რომელმაც ჩამოაყალიბა დაშექმნა ახალი ქართველ ინტელექტუალთა არაერთი თაობა – ნიკოლოზ ბარათაშვილთა და სოლომონ დოდაშვილით დაწყებული და ექვთიმე თაყაიშვილთა თუ გრიგოლ ფილიმონის ძე წერეთლით გაგრძელებული.

მთა, როგორც ქართული ,,ვუდსტოკი“

მთა ნებისმიერ კულტურაში გამოხატავს, როგორც ფიზიკურ, ისე-სულიერ სიმაღლეს. ის დაკავშირებულია რისკთან, დაბრკოლებასთან, ხსნასთან და გადარჩენასთან.

ახალი ქართული კონსერვატიზმი საზოგადოებას ასეთ ინიციატივას სთავაზობს -ვაქციოთ მთა ჩვენი ახალგაზრდებისათვის ,,ქართულ ვუდსტოკად“ -გავიხსენოთ მარადიული ახალგაზრდები გურამ თიკანაძე და გურამ რჩეულიშვილი და მათი ნიშნით ავაღორძინოთ ახალგაზრდული სამოყვარულო ალპინიზმი. გავხდეთ ხალხური რეწვის (ფარდაგი, ჭედურობა და ა.შ) არა უბრალოდ მომხმარებელი, არამედ ადგილზე ვეზიაროთ მთის კულტურას. დავიცვათ მთა თანამედროვე ეკოლოგიური გამოწვევებისგან და, ამავე დროს, ჩვენ თვითონ მივიღოთ მონაწილეობა ამ ფიზიკურსა და სულიერ სამთო პილიგრიმობაში. ვაქციოთ ფიზიკური თავგადასავალი ჩვენი სულიერი თავგადასავლის ნაწილად.

დავით მაღრაძე

თბილის, 2011 წელი

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*