ქართული English

ზვიად ძიძიგურმა პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა შეაფასა

,,პრეზიდენტის გამოსვლა უფრო პესიმისტური იყო, თუ შეიძლება ასე ითქვას. თუ რამე კარგი ხდება ამ ქვეყანაში, პრეზიდენტის გამოსვლისთვის რომ მოგვესმინა ვერ გაიგებდი,“-განაცხადა საპარლამენტო ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა.

მისი თქმით, პრეზიდენტის გამოსვლიდან საზოგადოება ვერ გაიგებდა იმ დადებითი მოვლენების შესახებ, რაც ქვეყანაში ხდება.

,,პრეზიდენტს არ უთქვამს, რომ ეკონომიკაში ზრდა გვაქვს. რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებაში მშვენიერი და პოზიტიური პროგრამები ხორციელდება, ასევე ადამიანის უფლებების მიმართულებით. ციხეებში რა ხდება. მედია უფლებების დაცვის საკითხში. ძალიან ბევრი, იგივე მთავრობის 4 პუნქტიანი რეფორმა, საერთოდ ნახსენები არ იყო. პრეზიდენტის გამოსვლა დაბალანსებული არ იყო. ის უფრო მუქ ფერებში ხატავს სურათს,“-განაცხადა ძიძიგურმა.

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*