ქართული English
როგორც ჩანს, პრეზიდენტი უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, როდესაც ხელისუფალი ხელისუფლებასთან ოპოზიციაშია

როგორც ჩანს, პრეზიდენტი უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, როდესაც ხელისუფალი ხელისუფლებასთან ოპოზიციაშია

პრეზიდენტის გამოსვლაში შეინიშნება, რომ ის არ არის გულწრფელი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ თავმჯდომარე გიგა ბუკიამ პარლამენტში, პრეზიდენტის წლიური ანგარიშით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

დეპუტატის შეფასებით, პრეზიდენტი არ არის გულწრფელი, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში, როდესაც საუბრობს რიგ საკითხებზე, არ არის ნეიტრალური, სამართლიანი, არ არის არბიტრის როლში და არ არის მიუკერძოებელი.

”მან იმ ბალანსს, რომელიც ჩვენი საკონსტიტუციო წყობიდან პრეზიდენტს ევალება, უფრო გადაუხვია, ვინაიდან, როგორც ჩანს, უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, როდესაც ხელისუფალი ხელისუფლებასთან არის ოპოზიციაში. ბატონი პრეზიდენტი ხშირ შემთხვევაში, არა მხოლოდ დღევანდელი გამოსვლიდან გამომდინარე, ოპოზიციაშია საპარლამენტო უმრავლესობასთან და აღამასრულებელ ხელისუფლებასთან. დღეს ძალიან საგანგაშო იყო, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს დაუპირისპირდა. ის განცხადება, რომ სასამართლოშია კრიზისი და უნისონშია ”ნაციონალურ მოძრაობის” წარმოთქმულთან, რომ ჩამოიშალა სასამართლო, ეს არის პირდაპირ საგანგაშო და სახიფათო განცხადება.
შეიცვალა სამი პრემიერი, ორი უმრავლესობა, ორი პარლამენტის თავმჯდომარე. თავიდან ვფიქრობდი, შეიძლება პიროვნულ დაპირისპირებას ჰქონოდა ადგილი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თვითონ პრეზიდენტს ეს მდგომარეობა კომფორტში აყენებს და როგორც დღეს აღმოჩნდა, ამ მიმართულებას აგრძელებს”,- განაცხადა გიგა ბუკიამ.

წყარო: interpressnews

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*