ქართული English

დავით უთმელიძე: მერის ანგარიშის შედეგი იყო ის, რომ ჩვენ ოპონენტებს კითხვები არ გაუჩნდათ

თბილისის მუნიციპალიტეტის ფრაქციის – „ქართული ოცნება – კონსერვატორები“ თავმჯდომარე დავით უთმელიძე, დედაქალაქის მერის წლიური ანგარიშის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციური ფრაქციების მიერ დასმულ შეკითხვებს გამოეხმაურა.

„სირცხვილია, როდესაც ოპოზიციის მიერ, 2 თვის განმავლობაში აგებული პიარის ფონზე, ჩვენს ოპონენტებს მერთან კითხვები არ აქვთ. მართალი იყო დავით ნარმანია, როდესაც განაცხადა, რომ ოპოზიციას მხოლოდ შოუს დადგმა სურდა“, – განაცხადა დავით უთმელიძემ.

უმრავლესობის წევრმა დავით ნარმანიას წლიური ანგარიში დადებითად შეაფასა და დედაქალაქის მერს, საქალაქო სამსახურებსა და საკრებულოს წევრებს გუნდური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

წყარო: ინფო9

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*