ქართული English
ბოიკოტის არავის ეშინია – კონსტიტუცია იცვლება კარდინალურად და იცვლება უკეთესობისკენ

ბოიკოტის არავის ეშინია – კონსტიტუცია იცვლება კარდინალურად და იცვლება უკეთესობისკენ

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ბოიკოტის არავის ეშინია – კონსტიტუცია იცვლება კარდინალურად და იცვლება უკეთესობისკენ.

არა მგონია, ბოიკოტით ვინმემ რამე მოიგო. როდესაც პროცესს ბოიკოტს უცხადებ, შენთვითონ რჩები პროცესების მიღმა. ეს არის ძალიან მწარე რეალობა, რომელშიცბოიკოტისტი პარტიები აღმოჩნდებიან ხოლმე. ბოიკოტის არავის არ ეშინია. კონსტიტუციაიცვლება კარდინალურად და იცვლება უკეთესობისკენ. ეს იციან ჩვენმა ოპოზიციონერმაკოლეგებმა, ექსპერტებმა, აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა. საკითხებისულტიმატუმის ფორმით დაყენება მთლად ჭკვიანური საქციელი არ არის, რადგანულტიმატუმის ენით ლაპარაკი არც საკონსტიტუციო კომისიაში და არც პოლიტიკურპროცესებში ეფექტური არ გახლავთ, – განაცხადა ძიძიგურმა.

კითხვაზე, ოპოზიციაში ყოფნის შემთხვევაში, პირადად მისთვის და კონსერვატიული პარტიისათვის რამდენად მისაღები იქნებოდა საარჩევნო სისტემის მიმართულებით შეთავაზებული ცვლილებები, რითაც მმართველი პარტია გამოდის, ძიძიგურმა განაცხადა, რომ მას ეს ოპოზიციაშიც ძალიან მოეწონებოდა.

მუდმივად, რაც მახსოვს და, ოპოზიციაშიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი, ძველ პერიოდში და ახლაც ყველა ოპოზიციური პარტია პროპორციულ საარჩევნოსისტემაზე გადასვლას ითხოვდა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლახორციელდება. ახლა ის, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის რაღაც ტიპისსაკითხები ოპოზიციას მოსწონს ან არ მოსწონს, ეს არის მეორე რიგის საკითხი. სისტემურიცვლილება, რაზეც მუდმივად იყო მოთხოვნა, ხორციელდება“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

 

 

წყარო: reportiori.ge

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*