ქართული English
ქეთი მამულაშვილმა ევროპელ კონსერვატორ-რეფორმისტთა ბორდისა და საბჭოს წინაშე შემაჯამებელი მოხსენება გააკეთა

ქეთი მამულაშვილმა ევროპელ კონსერვატორ-რეფორმისტთა ბორდისა და საბჭოს წინაშე შემაჯამებელი მოხსენება გააკეთა

7 აპრილს , ალბანეთში ევროპელი ახალგაზრდა კონსერვატორების(EYC) თავმჯდომარემ ქეთი მამულაშვილმა ორგანიზაციის სახელით ყოველწლიური შემაჯამებელი მოხსენება გააკეთა ევროპელ კონსერვატორ-რეფორმისტთა ბორდისა და საბჭოს წინაშე, რომლის წევრებიც არიან ევროპარლამენტარები იან ზაჰრადილი, დანიელ ჰანანი და ანა ფოტიგა , ასევე 30 ქვეყნის პარლამენტის წევრი და ორგანიზაციის წვერი პარტიების წარმომადგენელი. ქეთი მამულაშვილმა მადლობა გადაუხადა მათ ევროპელი ახალგაზრდა კონსერვატორების მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის. მან ისაუბრა ევროპელი ახალგაზრდა კონსერვატორების მიერ 2016 წელს ჩატარებულ ღონისძიებებზე, და ასევე სამომავლო გეგმებზე.მათ შორისაა:
• ლონდონში გამართული ბორდის შეხვედრა, რომელზეც განიხილეს და დაამტკიცეს EYC-ის 2016 წლის სამოქმედო გეგმა ;
• EYC ახალგაზრდული სამიტი თურქეთში, ქალაქ ანტალიაში, რომელსაც 100-მდე მონაწილე ესწრებოდა სხვადასხვა ქვეყნიდან. სამიტი გაიმართა ევროპელი კონსერვატორების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ეხებოდა ჩრდილოეთ აფრიკისა და შუა აზიის პოლიტიკის საკითხებს;
• EYC საზაფხულო სკოლის ფარგლებში თბილისში გამართული მშვიდობის საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც იმსჯელეს ტერორიზმის საფრთხეებსა და რუსეთის ინტერვენციის შესახებ აღმოსავლეთ ევროპაში; კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ ამერიკის საელჩო საქართვლოში, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI და NIMD;
• EYC-ის ბორდი მონაწილეობდა ვეროპელი კონსერვატორების პრაღის კონფერენციაში , რომელზეც განიხილეს ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგები , გამოწვევები და პერსპექტივები ტრანსატლანტიკური პარტნიორობის შესახებ;
• აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობა და ფლორიდის შტატში, მაიამიში საარჩევნო უბნების მონახულება ,ასევე სენატორ მარკო რუბიოს წინაასაარჩევნო კამპანიის სათაო ოფისში წინაასაარჩევნო პროცესში ჩართულობა; ასევე ბორდის წევრები ესწრებოდნენ IYDU-ს საბჭოს სხდომას, რომელზეც აირჩიეს EYC -ის 4 ბორდის წევრი აირჩიეს IYDU-ს ვიცე თავმჯდომარეებად;
• EYC თავისუფლების სამიტი პორტოში,რომელსაც 200-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა;EYC-ის ისტორიაში ეს ღონისძიება იყო ყველაზე მრავალრიცხოვანი. მომხსენბლებმა ევროპარლამენტარმა და ალიანსის გენერალურმა მდივანმა დანიელ ჰანანმა, იტალიის პარტლამენტის წევრმა დანიელ კაპეზონემ, ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა და EYC-ის ყოფილმა თავმჯდომარემ ალექსანდრე როზინდელმა, ლორდი მარტინ ქალანანმა და სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის წევრებმა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს სუვერენიტეტისა და თავდაცვის, საერთაშორისო ვაჭრობის, ლიბერალიზმსა და კონსერვატიზმის შესახებ.
• ევროპელი ახალგარზდა კონსერვატორების ბრიუსელის ყოველწლიური კონგრესი, რომეზლეც აირჩიეს ახალი ბორდი . კონგრესს მხარს უჭერდა Leadership Institute , რომელმაც უზრუნველყო ტრენინგი მედიისა და კამპანიის შესახებ ახალგაზრდა დელეგატებისთვის.

ევროპელი ახალგაზრდა კონსერვატორები 2017 წელს გეგმავენ საზაფხულო სკოლას ჩეხეთში ქალაქ პრაღაში და თავისუფლების სამიტს ფინეთში, ქალაქ ჰელსინკში.

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*