ქართული English
ნინო გოგუაძის კომენტარი იური ლუჟკოვის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით

ნინო გოგუაძის კომენტარი იური ლუჟკოვის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით

“ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პატივს არ სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მისი განცხადებები საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდაა მიმართული არ არის სასურველი სტუმარი ჩვენს ქვეყანაში”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო გოგუაძემ ლუჟკოვის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

გოგუაძე მიიჩნევს, რომ მეტი ინფორმაციის მიღებაა საჭირო, იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზნით იმყოფებოდა იური ლუჟკოვი საქართველოში და დაარღვია თუ არა მან საქართველოს კანონმდებლობა.

“ჩემთვის უცნობია რა მიზნით იმყოფებოდა ეს პიროვნება საქართველოში. მაგრამ ჩემთვის მთავარია ის, რომ ადამიანები, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ არიან მისაღები სტუმრები ჩემთვის. ასეთი ადამიანები არიან არასასურველი სტუმრები.

არ ვიტყოდი, რომ საქართველოს საზღვარი უკონტროლოა, პირიქით მესაზღვრეები ძალიან სწორად მუშაობენ ამ მიმართულებით. მე ამ შემთხვევაში დავეყრდნობი სამართალდამცველების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მის მიერ წარმოდგენილ სამგზავრო დოკუმენტებში არ ყოფილა ის შემაფერხებელი ფაქტორი, რომ მისთვის საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მიეცათ.

თუმცა, არის საკითხები, რომელიც უფრო დასაზუსტებელია. ეს კანონი პარლამენტის მიერაა მიღებული და კანონი იმისთვისაა, რომ იყოს აღსრულებული. მეტი ინფორმაციაა საჭირო, ზუსტად ვიცოდეთ, ეს ადამიანი არღვევს თუ არა საქართველოს კანონმდებლობას”,- აღნიშნა გოგუაძემ.

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*