ქართული English
ქვეყნის ეკონომიკის ზრდა პრემიერის წარმატებული მუშაობის დამსახურებაა

ქვეყნის ეკონომიკის ზრდა პრემიერის წარმატებული მუშაობის დამსახურებაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის პაატა კვიჟინაძის თქმით, დღეს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის დადებითი შედეგი, მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის და პრემიერ-მინისტრის წარმატებული მუშაობის დამსახურებაა.

„სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს გამოაქვეყნა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება, რომლის მიხედვითაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2017 წლის ოქტომბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,7 პროცენტი, ხოლო მიმდინარე წლის ათი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,9 პროცენტი შეადგინა. 2017 წლის პროგნოზით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა დაგეგმილი იყო 4 პროცენტით. მთლიანობაში თუ შევაფასებთ, ფაქტობრივად, ყოველთვიურად ფიქსირდებოდა პროგნოზთან შედარებით უფრო მაღალი ზრდის ტემპი”, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის ოქტომბერში ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი, ხოლო კლება დაფიქსირდა მშენებლობასა და უძრავი ქონებით ოპერაციების სფეროებში.

 

წყარო: reportiori.ge

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*