ქართული English
ზვიად ძიძიგური ირაკლი კობახიძესთან ერთად ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკას ეწვია

ზვიად ძიძიგური ირაკლი კობახიძესთან ერთად ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკას ეწვია

დელეგაციამ შეხვედრები ქვეყნის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან, ქვეყნის ოლიი მაჯლისის სენატის თავმჯდომარე ნიგმატილა იულდოშევთან და საკანონმდებლო პალატის

თავმჯდომარე ნურდინჟონ ისმოილოვთან გამართა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ოლიი მაჯლისს შორის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ აბდულაზიზ კამილოვს, ინვესტიციების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს

აზიმ ახმედხაჯაევს, ტურიზმის განვითარების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს აზიზ აბდუხაკიმოვს და სამარყანდის ოლქის მერს, ტურაბჟონ ჯურაევს.

ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უზბეკეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ისლამ კარიმოვის საფლავი და დამოუკიდებლობისა და ჰუმანიზმის მონუმენტი ყვავილებით შეამკო.

საქართველოს დელეგაციამ სამარყანდის ღირსშესანიშნაობები და თემურიდების ისტორიის სახელმწიფო მუზეუმი დაათვალიერა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში დეპუტატები: ზვიად ძიძიგური, სიმონ ნოზაძე, კახა ოქრიაშვილი, ენზელ მკოიანი, ლევან ბეჟანიძე, ბექა ოდიშარია და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*