ქართული English
ქეთევან ჯოხაძემ მუხიანის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს წიგნის კითხვის დღე მიულოცა

ქეთევან ჯოხაძემ მუხიანის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს წიგნის კითხვის დღე მიულოცა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი წევრი ქეთევან ჯოხაძე მის სამაჟორიტარო ოლქში არსებულ საბავშვო ბაგა-ბაღებს ესტუმრა და ბაღების აღსაზრდელებს წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე მიულოცა.
ქეთევან ჯოხაძე მუხიანში მდებარე ოთხ საბავშვო ბაღს ეწვია და წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით ბაღის აღსაზრდელებს ზღაპრები წაუკითხა. ამასთანავე, მაჟორიტარი ბაღის აღმზრდელებისა და აღსაზრდელების მიერ სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებსაც დაესწრო.
„წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ, ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა 31 მილიონამდე აღწევს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ საქართველო გახდეს მსოფლიოს ამ მასშტაბური ღონისძიების ნაწილი, საქართველო და მისი ქალაქები მოხსენიებული იყოს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების გვერდით. ჩაერთოს ბევრი ადამიანი და ვიკითხოთ წიგნი მსოფლიოსთან ერთად. საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე უკვე მესამედ ტარდება. თარიღი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის პარტნიორმა ორგანიზაცია “Litworld” -მა გამოაცხადა. წიგნის საჯაროდ კითხვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს წიგნის პოპულარიზაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი თაობისთვის „- განაცხადა ქეთევან ჯოხაძემ.

27336472_954809668012098_9100636195324169561_n

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*